თავდასხმა ჟურნალისტ ვახო სანიაზე. ინციდენტი ღამით წყნეთის ქუჩაზე მოხდა. ვახო სანაია მეუღლესთან, მცირეწლოვან შვილთან და რძალთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მოყინული გზაზე გაჩერებული მანქანის გადაყვანას მაშველებთან ერთად ცდილობდა. სწორედ ამ დროს მას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. დაზიანებები აქვს ვახო სანაიას რძალსაც. ჟურნალისტს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ამბობს რომ დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში მიიღო. თავდასხმის მიზეზად კი სანაია კრიტიკული მედიის მისამართით ხელისუფლების განცხადებებს ასახელებს.
თავდასხმაში ბრალდებულები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დააკავა. ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით, პოლიციას 3 პირი ჰყავს დაკავებული. მათ 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მომხდარი თავდასხმის გამო, უკიდურეს აღშფოთება გამოხატეს სხვადასხმა მედიის წარმოამდგენლებმა. ტელეკომპანია “ფორმულა” თვლის, რომ თავდასხმა ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული აზრის მარგინალიზაციის მცდელობას მოყვა. მედიის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობა ხელს უწყობს აგრესიის ციკლს, ამიტომ მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ეკისრება.
მომხდარი ინციდენტის გამო, საგანგებო განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და ხელისუფლებას ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა მოსთხოვა. ქარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახება.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ. ეთიკის ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახებოდა ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა,” – ნათქვამია განცხადებაში.
ვახო სანიაზე თავდასხმის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელა ოპოზიციამაც. განცხადებაში, რომელსაც ხელი ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა წერია, რომ მომხდარი ივანიშვიის რეჟიმის მეირ შექმნილი უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია.
ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას გომობენ “ქართულ ოცნებაში”. საგანგებო განცხადება სავრცელებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის ვგმობს ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. პრემიერი მადლობას უხდის შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. მსგავსი შინაარსის განცხადებები გაკეთდა მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდანაც, თუმცა ამბობენ, რომ საუბარი იმაზე, რომ ეს თავდასხმა კრიტიკული მედიის მიმართ ხელისუფლების განხცხადებებს უკავშირდება, არასწორია, რადგან ოფიციალურ პირებს მედიის კრიტიკის უფლებას ვერავინ აუკრძალავს.
ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტრზე თავდასხმას სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა ამერიკის საელჩოც. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია, მათთან შეგუება კი დაუშვებელი. საელჩო ხელისუფლებას ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეების გამოძიებისკენ მოუწოდებს.