ხმაური იყო დღეს პარლამენტთან. სამოქალაქო აქტივისტებმა და “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრბმა ახალი მთავრობის დამტკიცება გააპროტესტეს. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. “რუსეთი ოკუპანტია”, “სისტემა ყარს”, “სისტემა უნდა დაინგრეს” – აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ მსგავსი წარწერები გააკეთეს. აქციაზე სამართალდამცავებმა “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი დააკავეს. ის საკანონმდებლო ორგანოში საღებავით წარწერის გაკეთებას ცდილობდა, რისი ნებაც მას პოლიციამ არ მისცა.