სასამართლოს განაჩენიდან 3 დღის შემდეგ ნიკა მელიას ისევ თავისუფალია. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე პარტიის ოფისში რჩება და კოლეგებთან ერთად მოვლენების განვიტარებას აკვირდება. მელიას თანამოაზრები ამბობენ, რომ ამიერიდან მელიასთან მორიგებით დარჩებიან და პოლიციას მისი დაკავების საშუალებას არ მისცემენ.
ნიკა მელიას თავისუფლებაზე ყოფნის ფონზე ადვოკატები სამართლებრივ გზებს ეძებენ და მელიასთვის ბრალის გაუქმებას ითხოვენ. დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური ნების პირობებში მთავარ პროკურორს სასამართლოსთვის მიმართვა და ბრალის გაუქმება შეუძლია, თუმცა ამის მოლოდინი მას არ აქვს.
ნიკა მელიას საქმეზე სპეციალური განცახდება გამოაქვეყნა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომაც. უწყების განცხადებაში დაგმობილია ყველა ის განცხადება, რომელიც მელიას საქმის მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის მიმართ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთდა. საბჭო მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ ცრუ ბრალდებებისგან.