ქვეყანაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აქამდე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებდა აცხადებს, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა. ზურაბიშვილი ქვეყანაში სტაბილურობის და საერტაშორიოს იმიჯის შესანარჩუნებლად კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობაზეც საუბრობს და იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა მძიმე პროცესების შეჩერებას შეძლებს. პრეზიდენტის ადმინისტარციის მიერ გუშინ, დღის ბოლოს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტი გუშინ დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებსაც შეხვდა და ელჩებთან მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილა, თუმცა კონკრეტულად რა საკითებზე ისაუბრა ზურაბიშვილმა დიპლომატებთან განცხადებაში არ წერია.