გიორგი გახარიას შემცვლელი დასახელდა. პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ ჩაიბარებს | 18.02.2021

გიორგი გახარიას შემცვლელი დასახელდა. პრემიერ-მინისტრის პოსტს, უკვე მეორედ ირაკლი ღარიბაშვილი ჩაიბარებს. თავდაცვის მინისტრის კანიდატურა “ქართული ოცნების” გუნდმა,  პარტიის ოფისში გამართული 2 საათიანი კონსულტაციების შედეგად შეარჩია.  მმართველი პარტია განმარტავს, რომ ღარიბაშვილი ერთადერთი კანდიდატია, რომელიც  ქვეყნის ხელმეორედ მართვას იმსახურებს. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტზე, წესრიგის აღდგენის პირობას დებს. ამბობს, რომ  ქვეყნის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ის ყველაფერს გააკეთებს.

რა კრიტერიუმებით შეირჩა  ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე –  საგანგებო ბრიფინგის შემდეგ დამატებითი განმარტებები მედიასთან მამუკა მდინარაძემ გააკეთა.  “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ არ ისაუბრა მინისტთა კაბინეტში,  შესაძლო გადადგილებებზე. მდინარაძე ამბობს მხოლოდ იმას, რომ ღარიბაშვილის კანდიდატურას  პრემიერის პოსტზე უმრავლესობის მხარდაჭრა აქვს.