ბიზნესასოციაციების ერთობლივი მიმართვა პრემიერ-მნისტრს. ბიზნეს სექტორი ქვეყნაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე ისევ საუბრობს და მის დასაძლევად გიორგი გახარიას 7 კონკრეტულ მოთხოვნას უყენებს. მიმართვაში, რომელსაც 10 ასოციაცია აქვეყნებს მთავარი მოთხოვნა კომენდანტის საათის გადაწევა და შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვაა. მოთხოვნებს შორისაა, 22 თებერვლიდან მთის კურორტების გახსნა და რესტორნებისთვის დახურულ სივრცეში მუშაობის უფლება. ბიზნესი ითხოვს 2021 წლის ქონების გადასახადებისგან გათავისუფლებასაც და სექტორისთვის ბნიზნესომბუდსმენის დანიშვნას.