პირდაპირი დირექტივა პირდაპირ კრემლიდან – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია სერგეი გავრილოვის იმ ინტერვიუს, რომელიც მან ერთ-ერთ ქართულ ოპოზიციურ არხს მისცა. გავრილოვი ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეს ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, ნიკა მელიას ტყუილები კი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ისახავს მიზნად. სერგეი გავრილოვის ეს განცხადება ნიკა მელიასთვის პირდაპირი დასტური აღმოჩნდა იმისა, რომ “ქართული ოცნება” და ოკუპანტი ქვეყანა ისტორიის ერთ მხარეს დგანან.