ვაგზლის მოედანზე მიწისქვეშა ბაზრობის მოვაჭრეები იჯარის გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ. მოვაჭრეებმა „ლეიბორისტული პარტიის” წევრ ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად აქცია გამართეს. ამბობენ, რომ პანდემიის და დაწესებული შეზღუდვების გამო ისედაც დაზარალდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ მიყენებული ზიანის სწრაფი ტემპით ანაზღაურებას შეძლებდნენ, თუმცა ადმინისტრაციამ საიჯარო გადასახადი გაუძვირა. მოვაჭრეები დედაქალაქის მერს დახმარებას სთხოვენ. აქციის მონაწილეების ბრალდებებს, საიჯარო გადასახადის გაძვრიებასთან დაკავშირებით უპასუხეს ბაზრობის ადმინისტრაციაში. მათი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება, ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოუწიათ.