მივაღწევ იმას, რომ ასეთი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას, არც საქართველოს – სააკაშვილი | 10.02.2021

მივაღწევ იმას, რომ მსგავსი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც სქართველოს – ასე ეხმაურება საქართევლოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის მოწოდებები უკრაინა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას არ ეხმარება. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ელჩს ღრმად კორუმპირებულს და საბჭოთა ფუნქციონერს უწოდებს და აცხადებს, რომ დოლგოვი უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და საქართველოში უკრაინის იმიჯის დაზიანებას აგრძელებს.

“საქართველოში უკრაინის ელჩი ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ პოროშენკომ დანიშნა ერთადერთი მიზნით, ებრძოლა ჩემ წინააღმდეგ, გადარჩა ზელენსკის დროს და განაგრძობს უკრაინის იმიჯის დაზიანებას საქართველოში და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს სწორედ ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან უნისონში მუშაობდა, რომ უკრაინის სახალხო დეპუტატები არ წასულიყვნენ საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლებად გასული წლის ოქტომბერში.

მიმაჩნია, რომ ის ღრმად კორუმპირებულია. მიმაჩნია, რომ ის მოქმედებს უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ და მივაღწევ იმას, რომ ასეთი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას, არც საქართველოს და მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. ის ჩვეულებრივი საბჭოთა ფუნქციონერია, რომელიც რატომღაც შეიპარა და მოხვდა პოსტმაიდანურ უკრაინელ ჩინოვნიკებში. ამ სამარცხვინო ელჩის ვიდეოინტერვიუ გაავრცელა საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც მართავსგაზპრომისუმსხვილესი კერძო აქციონერი ივანიშვილი”, – წერს Facebook-ზე მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშილის განცხადებას გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. “ქართული ოცნების” წევრების შეფასებით დიპლომატების მიმართ სააკაშვილის რიტორიკა მიუღებელია და ის ფსკერის გზას გასცდა. მმართევლი გუნდი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას ელოდება. “ქართული ოცნების” წევრების შეფასებას იზირებენ “ევროპულ საქართევლოშიც”, სადაც ასევე თვლიან, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობას ხელს არ უწყობს. “ნაციონალურ მოძრაობაში” კი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება საფუძველს მოკლებული არ არის.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება საჯარო პირებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს თავი შეიკავონ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან, რაც შესაძლოა სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევად შეფასდეს.  უკრაინის საგარეო უწყების მტკიცებით, უკრაინის სახელმწიფოს არასდროს მიუმართავს და არც მიმართავს ასეთ ჩარევებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავს ქმედებებს საერთაშორისო ასპარეზზე.