საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს გადასცდა, თუმცა ეპიდვითარება ისევ სტაბილურია. ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 18 331 ტესტიდან COVID-19 829 ადამიანს დაუდასტურდა, რითიც ინფიციებულთა რაოდენობა 263 057-მდე გაიზარდა. ინფიცირების ყველაზე მეტი 314 შემთხვევა ისევ დედაქალაქში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე 150 შემთხვევით იმერეთია, მესამეზე კი კახეთი, სადაც 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გარდაცლილთა საერთო რაოდენობა კი 3 306-მდე გაიზარდა. ვირუსი კიდევ 566-მა პირმა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 254 916-ს შეადგენს.