დაისჯება თუ არა თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროების გამო. საკითხს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის. ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი “ქართული ოცნების” დეპუტატის მიერ პარლამენტის სხდომაზე მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გავრამიას ნომრის გასაჯაროებას არაეთიკურად აფასებს.
ნომრის გასაჯაროებაში პრობლემას ვერ ხედავს მმართველი გუნდი. “ქართული ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, თეა წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის დასახელება უბოროტო საქციელი იყო. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა “ოცნების” ლიდერები და პირადად წულუკიანი ს პერსონალური მონაცემების დაცულობას არღვევს.
ნიკა გვარამიას ნომერი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანმა პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ გამოაცხადა. “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ელისაშვილს ურჩია, “მთავარი არხის” დამფუძნებელს დაურეკოს და არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რასაც უკარნახებს, პარლამენტში ის ილაპარაკოს.