დეკანოზი თადეოზ სარალიძე საეკლესიო სასჯელს მონასტერში მოიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. სკანდალური გზავნილები სასულიერო პირმა 24 იანვარს გააკეთა. ჭიათურაში მოღვაწე სასულიერო პირის სიძულვილის ენის შემცელი ქადაგება საზოგადოებაში პროტესტის მიზეზი გახდა. ქსენოფიბიური და ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ შენდობაც ითხოვა.