ამნისტიის შესახებ კანონის ამოქმედებიდან დღემდე პენიტენციური დაწესებულებება უკვე 90-მა პატიმარმა დატოვა. სპეციალური პენიტენციურ სამსახურის ინფორმაციით, გუშინ ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულებიდან 11 მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის ექვსი – ქალი მსჯავრდებულია. “ამნისტიის კანონი” საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო. ნორმატიული აქტი შეეხება 70-ზე მეტ მუხლს. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ამნისტია დაახლოებით 10 ათასზე მეტ პირს შეეხება.