სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის მიერ ხელისუფლებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა – ამიერიდან, მესამე სექტორი მკაცრი რეგულაციების გაუქმებას უფრო რადიკალური ფორმებით მოითხოვს და შენობების პიკეტირებას დაიწყებს. ბოლო გამაფრთხილებელი აქცია აქტივისტებმა დღეს, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართეს. მთავრობის სახლთან მისულებმა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ტრანპორტის ამუშავებისკენ და კომენდანტის საათის გაუქმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
კანცელარიასთან დღეს გამართულ აქციას გარემოვაჭრეები და კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც შეურთდნენ. მთავრობის სახლის წინ მივიდნენ პოლიტიკოსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მთავრობა გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკით ისედაც გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო აღარიბებს.
მთავრობის კანცელარიასთან დღეს გამართულ აქციას წინ საკორდინაციო საბჭოს სდხომა უძღოდა. რამდენიმე დღიანი ხმამაღალი პროტესტისა და ქუჩის აქციების შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვების შემსუბუქებაზე დაფიქრდა, თუმცა გარკვეული პირობაც წამოაყენა – მიხეილ ჩხენკელის თქმით, თუ უახლოეს ერთ კვირაში დადებითობის მაჩვენებლი 4%-ს ჩამოცდება, საბჭო სკოლებისა და ბაღების გახსნაზე იმსჯელებს.
ჩხენკელის მიერ დღეს წარმოდგენილი გეგმა არადამაჯერებლი აღმოჩნდა მშობლებისთვის. ამბობენ, რომ სწავლის განახლებამდე 1 თვით ადრე მათ ისევ არ აქვთ გარანტია, რომ ბავშვები უსაფრთხო გარემოში ისწავლიან.
ქვეყანაში გამოცხადებული მკაცრი შეზღუდვები რომ მცირე და საშუალო ბიზნეს გაკოტრების საფრთხის წინაშე აყენებს, ეს ბიზნესის წარმომადგენლებმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვედრაზე კიდევ ერთხელ უთხრეს. ყველაზე დიდი დატყმის ქვეშ ზამთრის კურორტები არიან. შეხვედრის მიუხედავად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სათხილამურო კურორტები არ გახსნას. როგორც მაია ცქიტიშვილის განმარტავს, კურორტებზე დამსვენებლების ერთდროული თავშეყრა კორონავირუსით ინფიცირების მაღალ რისკს წარმოადგენს, ამიტომ ისინი პირველი თებერვლიდან მუშაობას ვერ აღადგენენ.
რა ნაბიჯს გადადგამს ხელისუფლება და შემსუბუქდება თუ არა რეგულაციები 1 მარტამდე – ეს გადაწყვეტილება მთავრობამ უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს. გახარიას გუნდი კი ახლა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას აკვირდება, რომელიც შეზღუდვების გაუქმების მთავარი მიზეზი უნდა გახდეს.