NDI-ის მიერ გამოქვეყნებული მორიგი კვლევა პოლიტიკოსების შეფასებების მთავარი თემაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ჩატარებულმა კვლევამ ნათლად აჩვენა თუ როგორ ვერ უმკლავდება მთავრობა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. ხელისუფლების ოპონენტებმა ისაუბრეს პარტიების რეიტინგების ცვლილებზეც და განმარტეს, რომ მოსახლეობის უმეტესობა გამოკითხვებში მონაწილეობაზე უარას აცხადებს, რაც შედეგებში ოპოზიციის შემცირებულ რეიტინგს განაპირობებს.
მთავრობის სასარგებლოდ შეცვლილი რეიტინგების გამო გაკვირვება ვერ დამალეს “ქართულ ოცნებაში”. ამბობენ, რომ ორგანიზაცია გასული წლების განმავლობაში კვლევებს სერიოზული ცდომილებებით აქვეყნებდა. თუმცა მმართველმა გუნდმა მთავარი აქცენტი ახლა კვლევის იმ ნაწილზე გააკეთა, სადაც მოსახლეობა ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ.