ხმაური იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს და სამართალდამცავი უწყება მათი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებაში დაადანაშაულეს. აქტივისტი რამაზ აივაზაშვილი ამბობს, რომ მისი FACEBOOK-ის გვერდი გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა გატეხილი, რისი დამადასტურებელი ფაქტიც აქვს. სამოქალაქო აქტივცისტები საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრები ამბობენ, რომ პოლიცია “ქართული ოცნების” დაკვეთას ასრულებს, სამართალდამცავი სისტემა კი ძალადობრივი რეჟიმის მთავარ დასაყრდენად იქცა. მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრები უკვე ორ თვეზე მეტია კარვებში ათენებენ ღამეს და 31 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.