გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებთან ერთად პირობა დადო, რომ ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ ხარიასხიან ვაქციანს მიიღებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ისმის. გახარიამ განმარტა, რომ ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის პროცესში სამი ახალი პრიორიტეტიდან ერთ-ერთია. მთავრობის მეთაურმა ინფიციერების დღიურ მაჩვენებლზეც ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, დღეში საშუალოდ 1500 ინფიცირებული ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი ციფრია.
საქართველოში ვაქცინა სავარაუდოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემოვა. კოვიდვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის პირველი პროექტი მიიღებულია, რომელიც დასამტკიცებლად მთავრობას წარედგინება. covid-19-ის ვაქცინაციის დანერგვის საკოორდინაციო კომისიის შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო გაერთიანებულია „კოვაქს“ პლატფორმაში, საიდანაც პირველი ეტაპისთვის „ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს. პლატფორმამ წერილი უკვე გამოგზავნა, საპასუხო წერილს თუ რა მზაობაა ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის თაობაზე, ჯანდაცვის სამინისტრო ორშაბათს გაგზავნის.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის განცხადებით, საქართველოს ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის წინააღმდეგ 18 წლამდე ასაკის ადამიანები არ აიცრებიან, რადგან მისი თქმით, ამ ასაკში ვაქცინის კლინიკური კვლევა ჯერ არ განხორციელებულა. მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას 65 მილიონიდან 170 მილიონამდე ლარის ოდენობის ხარჯის გაწევა დასჭირდება.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 15 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა, საიდანაც დადებითი მხოლოდ 1177 აღმოჩნდა. ინფიცირების საერთო რაოდენობა 245 789-ს აღწევს. გასულ დღე-ღამეში კოვიდინფექციას კიდევ 26 პაციენტი ემსხვერპლა, სულ ვირუსით 2 893 პირია დაღუპული. რაც შეეხება განკუნრებულებს, 24 საათში COVID-19 837-მა პირმა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 229 196-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ დედაქალაქში ფიქსირდება, მძიმე მდგომარეობაში ქვეყნის მასშტაბით 777 პაციენტია.
კორონავირუსის „ბრაზილიური“ ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაერთიანებული სამეფო სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან მოქალაქეების შესვლას კრძალავს. ქვეყანაში დაბრუნების უფლება 10 დღიანი თვითიზოლაციის პირობით მხოლოდ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მოქალაქეებს ექნებათ. კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად ბრაზილიაში დაფიქსირდა, ე.წ. „ბრიტანული“ და „სამხრეთ აფრიკული“ სახეობების მსგავსად, უფრო მეტად გადამდებია. უკვე 93 მილიონზე მეტია მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 2 მილიონს გადააჭარბა. ვირუსი 67-მა მილიონმა პაციენტმა დაამარცხა.