პოზიციები დაახლოვეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ – ამ შედეგით დასრულა ის შიდაოპოზიციური კონსულტაცია, რომელიც ამჯერად მხოლოდ ორ პარტიას შორის გაიმართა. “გირჩის” ოფისში დღეს ალეკო ელისაშვილი მივიდა და მისი პოტენციური მოკავშირეების აზრები მოისმინა. ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე უკვე არსებულ მოთხოვნებს მათი მხრიდან კიდევ ერთი დაემატება – თვითმართველობის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში 2022 წელს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.
“გირჩი” და “მოქალაქეები” სხვა პარტიებთან ამ შეთავაზების განხილვას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. სიაში პირველები ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელი” და მამუკა ხაზარაძის “ლელო” არიან. ელისაშვილი ამბობს, რომ თუ ოპოზიცია ამ პირობაზე შეთანხმდა, ეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს, თუმცა ერთადერთი პარტია ვისაც პირისპირ არ შეხვდებიან ბოკერია და უგულავა არიან.
რამდენად რეალურია პარტიების მიერ დღეს შემუშავებული ახალი სამოქმედო გეგმა და იქნება თუ არა თანახმა ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა – “ნაციონალური მოძრაობა”. პარტია ოფიციალურ პოზიციას მალე გაახმოვანებს, თუმცა მანამდე ისევ ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება. მთავარი მოთხოვნის გადახედვას არ აპირებენ სხვა ოპოზიციური ძალებიც.
“გირჩს” და “მოქალაქეებს” “ქართული ოცნება” მოწვევას კიდევ ერთხელ უგზავნის დას იმედს გამოთქვას, რომ მათთან ერთად, მეათე მოწვევის პარლამენტში გიორგი ვაშაძის პარტიაც იქნება წარმოდგენილი. ოცნებაში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ოპოზიციას წაგებული არჩევნების აღიარება არ სურს.
ცნობილია, რომ ძველმა “გირჩმა” კონლულტაციები უკვე დაიწყო “ქართულ ოცნებასთან”, თუმცა როდის ან ვისთან შედგა შეხვედრა ამას არ ამბობენ. როგორი იქნება პარტიების საბოლოო პოზიცია და რა პირობით შევლენ პარლამენტში – ამის გახმოვანებას ისინი ოპოზიციური კონსულტაციების დარულების შემდეგ გეგმავენ.