კორონაპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ძალაში პირველ თებერვლამდე რჩება. სავაჭრო მოლები, ბაზრობები და არასასურსათო მაღაზიები მუშაობას პირველ თებერვლამდე ვერ განაახლებენ, არ იმუშავებს არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ძალაში რჩება კომენდანტი საათიც. მთავრობის ეს გადაწვეტილება მედიასთან დღეს ეკონომიკის მინისტრმა გაახმოვანა. ნათია თურნავას თქმით, დარჩენილი 2-3 კვირის განმავლობაში იმსჯელებენ, თუ რა ფორმით მოხდება შეზღუდვების შემსუბუქება და ბიზნესის უსაფრთხო გახსნა.