პანდემიის გამო საშობაო ალილო არატრადიციულად ჩატარდება – სამღვდელოება მოსახლეობას შობას მანქანებიდან მიულოცავს. ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. საშობაო მსახურება ხვალ, ოთხშაბათს საღამოს 23:00 საათზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II აღასრულებს.