თავისუფლება პოლიტპატიმრებს – პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებმა “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონი გააპროტესტეს და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდმა გიორგი რურუა, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საკანში მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოკეტა. როგორც პარლამენტთან შეკრებილები აღნიშნავენ, ვიდრე ხელისუფლებას პოლიტპატიმრები ციხეში ეყოლება, ქუჩის გამოსვლებს არ შეწყვეტენ.