227 420 ინფიცირებული და 2 505 გარდაცვლილი -ასეთია კორონავირუსის 10 თვის სტატისტიკა. ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 24 პაციენტი ემსხვერპლა, ტესტზე დადებითი პასუხი კი 1 527-მა პირმა მიიღო. საეჭვო სიმპტომების გამო გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 13 000-ზე მეტი ადამიანი გაიტესტა. გამოჯანმრთელებულტა კუთხით დადებითი დინამიკა ისევ ნარჩუნდება. ბოლო დღე ღამეში 1282 ადამიანი განიკურნა. COVID-19 დაამარცხა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმაც. გია კიკაბიძე ვირუსს ორი კვირის განმავლობაში ებრძოდა, დღეს კი ჟურნალისტებთან ტრადიციულ ბრიფინგზე უკვე გამოჯანმრთელებული ისევ გამოჩნდა.
ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ დედაქალაქში ფიქსირდება. მეორე ადგილზე იმერეთია, ხოლო მესამეზე – შიდა ქართლი. კლინიკებში 1000-ზე მეტი პაციენტია. მნიშვნელოვნად შემცირდა საკარანტინე სივრცეებში მოთავსებული ადამიანების რაოდენობა, ასეთი ბოლო მონაცემებით 431 პირია.
წლის ბოლო მძიმე ეპიდემოლოგიური მგომარეობაა ოკუპირებულ აფხაზეთში. ბოლო 24 საატში ოკუპირებულ რეგიონში COVID-19-ით 4 პაციენტი გარდაიცვალა და 150 დაინფიცირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 825 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 117 პაციენტი, 6 872 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
მსოფლიოში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 83 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია მილიონ 800 000-ზე მეტი ადამიანი. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია.