საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ სოფელ ფახულანთან, საოკუპაციო რეჟიმმა ახალი მავთულხლართები გაავლო და ახალი კონსტრუქციები აღმართა. სუსის ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორებიც.