მესამე დღეა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცს, თეიმურაზ გიუნაშვილს, ეძებენ. 35 წლის სამხედრო 21 დეკემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გავიდა, თუმცა სახლში არ მისულა. მეორე დღეს ის არც სამსახურში გამოცხადებულა, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყო. თავდაცვის სამინისტრო გიუნაშვილის ადგილსამყოფელის დადგენისთვის შესაბამის უწყებასთან სრულ კოორდინაციაშია.
“აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ–მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით. 22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დროს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, მისმა უშუალო მეთაურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დროულად განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან.“