დედაქალაქის მერიამ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი აფრიკის დასახლებაში დღეს დილიდან დაიწყო. ადგილზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მძიმე ტექნიკა მივიდა, რომელმაც ოცამდე საცხოვრებელი სახლი დაანგრია. პროცესს ადგილზე მობილიზებული სამართალდამცვებლთა დიდი რაოდენობა აკვირდებოდა.
შენობების ნგრევას წინააღმდეგობას ადგილობრივი მოსახლეობა უწევდა. ამბობენ, რომ თბილისის მერი ათობით ოჯახს ქუჩაში ტოვებს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილობრივები ნგრევის პროცესის შეჩერებას ცდილობდნენ, მათ მძიმე ტექნიკას ქვებიც დაუშინეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა.
აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების გამო პოლიციამ რამდენიმე ადგილობრივი დააკავა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, მათ შორის ერთო ფეხმძიმე ქალია.
სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ თბილისის მერიამ განცხადება დღეს დილით გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ამ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა და თბილისის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო. ადგილობრივები არ უარყოფენ, რომ სახლები უკანონოდ ააშენეს, თუმცა ამბობენ, რომ მათ სხვა საცხოვრებელი ფართი არ აქვთ. ისინი სოციალურად დაუცველები არიან და მერის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ღია ცის ქვეშ რჩებიან.
აფრიკის დასახლებაში მცხოვრებები იხსენებენ, რომ მათ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი, სოზარ სუბარი საარჩევნო კამპანიისას დაპირდა, რომ არჩვნებაში მხრადაჭერის ნაცვლად სახლების დაკანონებაში დაეხმარებოდა. სოზარ სუბარს ეს დაპირება ადგილზე მისულმა ოპოზიციის ლიდერებმაც შეასხსენებს. თავად სოზარ ზუბარი კი აფრიკის დასახლებაში არ მოჩენილა. ის მომხდარს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოეხმაურა და თქვა, რომ არავის დაჰპირებია იმას, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში.
კახი კალაძე ირონიული ტონით ამბობს, რომ აგარაკების უკანონო მშენებლობა არ მოსულა. მერმა არ გამორიცხა, რომ სახელმწიფო ქონების უკანონოდ მიტაცების უკან კონკრეტული ჯგუფები იდგნენ, რომლებიც მისი შეფასებით, “ხელს ითბობენ”.
უკანონოდ აშენებული საცხოვრებლების ნგრევა, დედაქალაქის მერმა ჯერ კიდევ გასულ თვეს დაანონსა. კახა კალაძე ამბობდა, რომ დედაქალაქში სახელმწიფო მიწების მიტაცებას არ დაუშვებდა.
კახი კალაძის განცხადებას არასამთავრობო სექტორის უკმაყოფილება მოჰყვა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მერს მოუწოდებდა, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, მისი გადაწვეტილება უკან გაეწვია. დღეს განვითარებულ მოვლენებს EMC-ში შემაშფოთებელს უწოდებენ, ამბობენ, რომ ადამიანების გამოსახლება და საცხოვრებლების ნგრევა უკანონო გადაწყვეტილებაა. EMC თვლის, რომ მერმა მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ ადამიანებს ყოფა კიდევ უფრო დაუმძიმა.
სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონატაჟი დასრულებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მუნიციპალური ინსპექციის მძიმე ტექნიკა სახლების ნგრევას ხვალ გააგრძელებს. ადგილობრივები ხვალ საპროტესტო აქციას გამართავენ.