შემსუბუქდება თუ არა 24 დეკემბრიდან ის შეზღუდვები, რომლებიც მთავრობამ კორონა პანდემიის გამო დააწესა, უცნობია. ასევე უცნობია გააგრძელებენ თუ არა მუშაობას რესტორნები, იმ შემთხვევაში, თუ 24 დეკემბერს შეზღუდვები მოიხსნა. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ე.წ ლოქდაუნი, მით უფრო ნაკლებია ამა თუ იმ ოპერატორის გადარჩენის შანსი. შოთა ბურჯანაძე 250 000 ადამიანის უმუშევრად დარჩენის საფრთხე მიუთითებს და სწრაფი რეაგირების საჭიროებაზე საუბრობს. ბურჯანაძის განცხადებით, სფეროსთვის დიდი შვებაა, რომ გადავადებული საშემოსავლო და ქონების გადასახადები ჩამოიწერება.