აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა “გლობალ ნიუსთან” ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა სულ უფრო ანტიდემოკრატიული ხდება, რაც დასავლელ პარტნიორებში საგანგაშო გზავნილად აღიქმება.
“გულწრფელად რომ ვთქვა, როდესაც ვაკვირდები საქართველოში მიმდინარე პროცესებს, გამოვყოფ განვასხვავებას რიტორიკასა და ქმედებებს შორის. შეერთებული შტატების მთავრობა ძალიან შეშფოთებულია იმ ქმედებების გამო, რაც უკვე ვიხილეთ. განსაკუთრებით კი, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ სახეზეა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შევიწროება. მათ ლანძღავენ საჯარო სფეროში, ხელს უშლიან იმ ფუნქციების განხორციელებაში, რასაც, ჩვეულებრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოება აკეთებს – ძალაუფლების მქონე პირების ე.წ. ჩექს ენდ ბალანსის ფუნქციის შესრულება. ეს პროცესები ხშირად ანტიდემოკრატიული რიტორიკის პარალელურად მიმდინარეობს. განსაკუთრებით გამოვყოფდი პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა ოპოზიციური პარტიების კრიმინალიზება მოხდეს ან ისინი უკანონოდ გამოცხადდეს. ეს დემოკრატიულ ღირებულებებთან შეუსაბამოა”, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
მაიკლ კარპენტერმა მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა და კითხვაზე იქნება თუ არა ეს არჩევნები დემოკრატიის ერთგულების თვალსაზრისით ერთგვარი საბოლოო ტესტი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისთვის უპასუხა, რომ ისინი ყურადღებით დააკვირდებიან პროცესს, თუმცა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ზოგიერთი ქმედება, რაც უკვე განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ასევე ოპოზიციური პარტიების მიმართ, საკმაოდ საგანგაშოა.
კარპენტერი ინტერვიუში გამოეხმაურა ასევე რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გაავრცელ განცხადებას, რომ შეერთებული შტატები ეუთო/ოდირთან ერთად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას გეგმავს, რათა “ქართული ოცნების” გამარჯვება არ დაუშვას. როგორც კარპენტერი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის მხრიდან ეუთო/ოდირის შესახებ მსგავსი კომენტარები საკმაოდ არაგულწრფელი და ურთიერთგამომრიცხავია.