კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ „კულტურა დემოკრატიისთვის“ მიერ მომზადებულ „საქართველოს კულტურის დეკლარაციას“ ხელი მოაწერა. დოკუმენტი კულტურის სფეროს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებებისთვის წინადადებებს და რეკომენდაციებს მოიცავს, რომლებიც ქართველმა ხელოვანებმა შეიმუშავეს. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ხელმოწერით ადასტურებენ, რომ იზიარებენ კულტურის სფეროს როლს, ღირებულებებს და სფეროს განვითარებისა და დამოუკიდებლობისთვის გადასადგმელ ყველა ქმედით ნაბიჯს.