საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 3 სექტემბერს, ვილი საინოლის გუნდმა საგურამოში 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ნაკრებს მხოლოდ გიორგი ქოჩორაშვილი აკლდა, რომელიც გუნდს დღეიდან შეუერთდება. სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება.