რუსული კანონი სრულად ამოქმედებულია | 03.09.2024

მოსალოდნელი რეპრესიების მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაცების დიდი ნაწილი ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებს. როგორც კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე თქვა,რუსული კანონის მიზანი, ჟურნალისტების და თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოების წარმომადგენლების გაჩუმეებაა.მისივე თქმით რუსული კანონის მიღების შემდეგ უკვე ფინანსური დახმარება ადგილობრივ და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეუწყდათ.

როგორც კოალიცია “ცვლილებებისთვის’’ ერთერთი ლიდერი, ნიკა მელია, ამბობს, ივანიშვილის ინტერესი არ არის ის რაც ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სიძლიერის ინტერესია. მისი თქმით, 26 ოქტომბერი არის დღე როცა ივანიშვილი ჩაბარდება წარსულს თავსი რუსული კანონით.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის თქმით, ორგანიზაციების უმრავლესობის მეირ დისკრიმინაციულ და დამამცირებელ რეესტრში გაწევრიანებაზე ურის თქმა, საქართველოს სამოქალაქო და დემოკრატიული საზოგადოების სოლიდარობას აჩვენებს. როგორც ცუცქირიძე ამბობს, ხელისუფლების მშვიდობიანი დემოკრატიული ცვლილების შემდეგ „რუსული და ასევე დისკრიმინაციული კანონები“დაუყოვნებლივ გაუქმდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 98,5%-მა აგენტად რეგისტრაციაზე უარი განაცხადა. როგორც ცნობილია იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია უარს იტყვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მაინც დაარეგისტრირებენ და 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ. ამის შემდეგ, თუ რეესტრში იძულებით რეგისტრირებული ორგანიზაცია განაცხადს არ წარადგენს კიდევ 10 000 ლარით დაჯარიმდება.