კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთერთი ლიდერი ლევან ცუცქირიძე ანტიკორუფციული ბიუროს შერჩევითი სამართლის გატარებაში ადანაშაულებს. ცუცქირიძის თქმით, რაჟდენ კუპრაშვილის უწყების სამიზნე ის ადამიანები არიან, რომლებმაც ქვეყნის დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გადაწყვიტეს. როგორც “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ამობობს სააგენტო არ არის შექმნილი,იმისთვის რომ პარტიული პოლიტიკა გაატაროს. მისივე თქმით ანტიკორუფციული ბიურო უნდა ექვემდებარებოდეს არა პრემიერს, არამედ ანგარიშვალდებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტთან და ქართველ ხალხთან.