ჭუბერის მოსახლეობას ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური გზის ჭუბერი-ხაიშის მონაკვეთი გადაკეტილი ჰქონდა. ადგილობრივები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ჭუბერის გზა, შიდა გზები, ასევე უბნების დამაკავშირებელი ხიდები დაზიანებულია, რაც მსუბუქი მანქანების გადაადგილებას ართულებს. ადგილობრივების თქმით, ყოველი არჩევნების წინ ისმენენ დაპირებას გზის რეაბილიტაციის შესახებ, პროცესი დაწყებულიც იყო, თუმცა გაჩერდა. მოსახლეობა მერთან შეხვედრას ითხოვდა. შეხვედრა არ შედგა, რის გამოც პროტესტის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.