სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა და მისმა ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ელისაშვილმა იმ ერთ-ერთი პოლიციელის ვინაობა დაასახელა, ვინც, მისი მტკიცებით, მას კანცელარიასთან ფიზიკურად გაუსწორდა. საუბარია 17 აპრილს მომხდარ ფაქტზე, როცა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ელისაშვილი პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს, რუსთაველის გამზირის ტერიტორიიდან გაიყვანეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს პირი კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი, ზაქრო ჩოხელია. ელისაშვილი მასზე ძალადობის ამსახველ ვიდეომასალას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწვდის, თუმცა, ამბობს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს.