ღირსების შემლახავ რეესტრში რეგისტრაციის ვადა დღეს ამოიწურა. არასამთავრობო ორგანიზაციების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 98,5%-მა აგენტად რეგისტრაციაზე უარი განაცხადა. არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე ამობს, რომ რუსული კანონი არის ღირების შემლახავი და ამ კანონით რეგისტრაციას არ აპირებენ. ნინო დოლიძის თქმით, კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და გამოიწვევს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.
რეესტრში რეგისტრაციას არ აპირებს არც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რუსული კანონის საფრთხეებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა,რომ ის საქართველოს დასავლეთს აშორებს. გიგაურის თქმით, ის ანტიდემოკარტიული კანონის წინააღმდეგ ბოლომდე ბრძოლებს.
ჯერჯერობით უცნობია რამდენმა ორგანიზაციამ გაიარა რეესტრში რეგისტრაცია. თუმცა მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ რუსულ კანონს საკმარისზე მეტი ორგანიზაცია ემორჩილება. “ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ე.წ აგენტების რეესტრში ხუთასზე მეტი ორგანიზაცია დარეგისტრირდა.
იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია უარს იტყვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მაინც დაარეგისტრირებენ და 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ. ამის შემდეგ თუ რეესტრში იძულებით რეგისტრირებული ორგანიზაცია განაცხადს არ წარადგენს კიდევ 10 000 ლარით დაჯარიმდება.