წინა საარჩევნოდ საჯარო სექტორში შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა გაზრდილია-ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც ბუაძე ამბობს, წინა წელთან შედარებით 25 მილიონი ლარით მეტი იხარჯება. მისი თქმით. “ოცნებამ” საჯარო სექტორი პარტიული დასაქმების სივრცედ გადააქცია. საბა ბუაძემ ბრიფინგზე იმ გზებზეც ისაუბრა, რომლითაც ქვეყანაში კერძო სექტორი გაძლიერდება და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.
საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე რეკორდული ოდენობის ხელფასები გასცა. საუბარია 2024 წლის 6 თვეში ანაზღაურებაზე დახარჯულ 261 მილიონ ლარზე. გაგამოცემა Bm.ge-ის ინფორმაციით, ეს თანხა წინა წელთან შედარებით 25 მილიონი ლარით მეტია და შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასების რეკორდს წარმოადგენს.
Bm.ge წერს, რომ შტატგარეშეებთან ერთად გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. 2024 წლის 6 თვეში მათზე ჯამში 1,26 მილიარდის ხელფასები გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 200 მილიონი ლარით მეტია.