პოლიტიკური გაერთიანება კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა საჯარო რეესტრის სააგენტოს მათ გაერთიანების საარჩევნო სახელის ცვლილების რეგისტრაციის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. გაერთიანების წევრი, თენგო თევზაძე ამბობს, რომ რეესტრს ცვლილების რეგისტრაციისთვის 9 აგვისტოს მიმართეს, თუმცა დღემდე პასუხი არ მიუღიათ. თევზაძე მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგისტრაციაში გაატაროს პოლიტიკური გაერთიანება ახალი ერთობა გვარამია მელიას წარდგენილი საბუთები და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, პატივი სცენ მათ მიერ წლების განმავლობაში დადგენილ პრაქტიკას და იმ საჯარო განცხადებებს რომელიც ცესკოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა მედია საშუალებებში გააკეთეს.