ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვას ეხმიანებია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ისტორიული შანსი შეაჩეროს რუსულ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა, ამ ისტორიულ გზაგასაყარზე დადგეს ქართველი ხალხის მხარეს.
“ძლიერი საქართველოს” ლიდერები ამბობენ,რომ რაიმე მოლოდინზე საუბარი არის შეცდომა, რადგან მათი თქმით, ყველა სტრუქტურა,მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო ემსახურება იმ ხელისუფლებას, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს. ,,ძლიერი საქართველოს’’ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, ეჭვი ეპარება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის აკრძალვის ან გადადების გადაწყვეტილება მიიღოს.