პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარტიას – „გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდა. აქუბარდია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, პარტიის ოფისში გამართულ ,სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა. გახარიამ თქვა, რომ მისი გუნდი საქართველოს პარლამენტში თეონა აქუბარდიასთან, როგორც დამოუკიებელ დეპუტატთან ეფექტურად თანამშრომლობდა. მისი თქმით, ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება არის ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ისინი ერთობლივი ძალებით მიიღებენ მონაწილეობას.
თეონა აქუბარდიამ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ის გახარიას გუნდს შეუერთდა და თქვა,რომ პარტია ,,გახარია საქართველოსთვის’’ გარეშე, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია. როგორც აქუბარდია ამბობს, 26 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის.