ოპოზიცია ცესკოს თანაბარი დატვირთვის მქონე კომისიის წევრებისადმი დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და მოითხოვეს, რომ პარტიებისა და საოლქო-საარჩევნო კომისიების მიერ დანიშნულ წევრებს თანაბარი ხელფასი განესაზღვროთ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ცესკოს დადგენილება, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრების ხელფასების რაოდენობას ეხება, კომისიის წევრებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.