“კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა” რეგიონებში მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს. კოალიციამ კიდევ ერთი ოფისი დღეს ლაგოდეხში გახსნა. კოალიციის ლიდერებმა, მოსახლეობასთან ერთად ისაუბრეს რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსაც, რომელიც კოალიციის ლიდერების და მოსახლეობის თქმით საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის და ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.