ფეისბუქის მფლობელმა კომპანია Meta-მ “ოცნების” მხარდამჭერი და რუსეთიდან მართული ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა – ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი. Meta ახალ ანგარიშში წერს, რომ კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაიშალა 76 ფეისბუკანგარიში, 30 ფეისბუკგვერდი და 11 ინსტაგრამ ანგარიში. მათივე განცხადებით, ეს ქსელი რუსული წარმოშობისაა და მისი სამიზნე საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანია. Meta-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს გვერდები, საქართველოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს მხარს “ქართულ ოცნებას” უჭერდნენ და აქციის მონაწილეებს აკრიტიკებდნენ.მათივე ცნობით, რუსეთი იყენებდა Youtube-ს, Telegram-სა და TikTok გვერდებსაც, რეკლამაში კი ჯამში 77 ათასი დოლარი დაიხარჯა.
ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი დაბლოკილი ფეისბუქ ანგარიშების შემდეგ ამტკიცებს, რომ Meta-ს მიერ წაშლილ გვერდებთან კავშირი არ აქვთ.