საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი „არც დეზინფორმაციას, არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება“. საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“.
“უთანხმოების მოგვარებას ხელს არც დეზინფორმაცია და არც სპეკულაცია არ უწყობს. სენატორი შაჰინისა და წარმომადგენელი ტერნერის ბოლო ვიზიტის დროს განხილვის თემა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არ ყოფილა. თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა, და პირველი ნაბიჯი გზაზე დასაბრუნებლად საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას. ველოდებით მის წინადადებას”, – აშშ-ის საელჩო.
ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. აშშ-ის საელჩომ ინფორმაციის გავრცელების დროს ხაზი გაუსვა, რომ ეს ვიზიტი ორპარტიულია. სენატორმა და კონგრესმენმა პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართეს. ისინი ასევე შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, თავადაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წევრებს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. სენატორს და კონგრესმენს შეხვედრა სურდათ “ქართული ოცნების’’ საპატიო თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან თუმცა უარი მიიღეს.