“კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას” ლიდერებმა რაჭაში შეხვედრები გამართეს. კოლაციამ ცაგერში, ამბროლაურში, ონში და ტყიბულში ახალი ოფისები გახსნა.
კოალიციის ლიდერებმა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრეს. მაღალმთიან რეგიონში მოსახლეობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, რის გამოც სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს სოფელს და სკოლებშიც სულ უფრო ნაკლები მოსწავლე დადის.