ამერიკასთან ასეთ მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა ქვეყნის პირდაპირი ღალატია – სალომე ზურაბიშვილი | 09.08.2024

ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის აშშ-ის მხრიდან დაახლოებით 2 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსების შეჩერებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა. ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობის ქმედებებს, რამაც ეს შედეგი გამოიწვია, „ქვეყნის პირდაპირი ღალატი“ უწოდა. მისი თქმით, მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ ლაბორატორიას და პროგრამას რომლის გარეშე სრულიად დაუცვლელი ვრჩებით მოსალოდნელ პანდემიების წინაშე.

“ლუგარის ლაბორატორიის და ამერიკელ ექსპერტების, ამერიკის დაავადებათა ცენტრის (CDC), ეროვნულ ჯანდაცვის ინსტიტუტის (NIH) ღვაწლი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენისა და უსაფრთხოებისთვის ვერც გაიზომება. მადლობის გარდა არაფერი გვეთქმის. იმ დროს, როცა ქვეყნის დემოგრაფიული მაჩვენებლები კატასტროფულ ნიშნულზეა ჩასული, როცა ასი ათასობით ადამიანი ტოვებს ქვეყანას, ამერიკასთან ასეთ მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს. მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ბედავს და შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ ლაბორატორიას და პროგრამას რომლის გარეშე სრულიად დაუცვლელი ვრჩებით მოსალოდნელ პანდემიების წინაშე. აქ მხოლოდ თანხებზე არაა საუბარი, არამედ რეპუტაციულ ზიანზე, ათწლეულობით შექმნილი პროფესიულ კავშირების და გაწყვეტაზე და ორ ქვეყნის შორის გამყარებულ ნდობასა და თანაშრომლობის ზურგის შექცევაზე. თან შეურაცხყოფასაც არ ვაკლებთ მეგობარს, პარტნიორს, რომელიც ყველაზე ბნელ დროს გვაწვდიდა უფასო მედიკამენტებს, აცრებს, აპარატურას და რომლის დახმარებით ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაურჩა ცჰეპატიტს, შიდს, ღორის გრიპს, კოვიდს…აქ ასევე საუბარია ცოდნის გაცვლაზე, ტრეინინგებზე რის გარეშე ვერ გავზრდით ხვალინდელი დღის მაღალ დონის პროფესიონალებს. იზოლაცია მეცნიერების მტერია! რადგანც საფრთხეში აყენებენ საქართველოს მიერ მოპოვებულ აღიარებას სანდო და თანასწორ პარტნიორიად. მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს”, – სალომე ზურაბიშვილი.

ლუგარის ლაბორატორია შეერთებული შტატების მხარდაჭერით შეიქმნა და ის ყოველწლიურად შეერთებული შტატებისგან 10 მილიონი დოლარის დახმარებას იღებდა, რაც სამეცნიერო პროექტებსა და პერსონალის გადამზადებას ხმარდებოდა. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა,რომ აშშ-ის გარკვეული პროექტები შეჩერდა.