რუსეთ-საქართველოს ომის 16 წლისთავზე „ქართული ოცნება“ ისევ ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს | 08.08.2024

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დღეს, 8 აგვისტოს, დაუშვეს. დროშები დაშვებულია ასვე ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. მათი კიდევ ერთხელ გაიხსენეს 16 წლის წინანდელი მოვლენები. გიორგი ანწუხელიძის მეუღლის, მაკა ჩიკვილაძეს თმით ყოველი აგვისტო მისთვის მძიმეა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. ,,ქართული ოცნების’’ ლიდერები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში კვლავ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობდნენ. პრემიერ-მინისტრი კობახიძე ომის გამოძიების აუცილებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ომი არა 7, არამედ 8 აგვისტოს დაიწყო.,,ოცნების’’ ხელისუფლების ლიდერები ასვე ამტკიცებენ,რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერით ომის დანაშაულები ქართველ ჯარისკაცებს დააბრალა.

2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს, ომიდან 16 წელი გავიდა. ომი რომელმაც 228 მშვიდობიანი მოქალაქის 170 სამხედროს და 14 პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები,რომელთაც არ ჰქონდათ მშვიდობის მყოფელთა სტატუსი საქართველოს ტერიტორიაზე გამთენიისას შემოიჭრნენ და სამხედრო იერიში წამოიწყეს, რასაც საქართველოს შეირაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. ომი 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 12 აგვისტოს სამხედრო მოქმედები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით დასრულდა, რომელსაც რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერა ხელი. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა, რომელსაც ცივილიზებული სამყარო საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. რუსული აგრესიის შედეგად საქართველომ დროებით დაკარგა 189 სოფელი. მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.