საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯომარეს ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს – ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილს არ აუხსნია ზოგი გადაწყვეტილების საფუძველი, მათ შორის პრემიერ-მინისტის დანიშვნასთან დაკავშირებით, ასევე ქვეყნის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით და დებატებისას ჰკითხავდა „რას ერჩის ქვეყანას“. ზურაბიშვილის ამბობს, რომ დღევანდელი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელით იმართება.
ორბელიანების სასახლეში შეკრებილ მედიას სალომე ზურაბიშვილმა ქარტიაზეც ესაუბრა. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მოახერეხებს თუ არა ოპოზიცია პრემიერის საერთო კანდიდატის შერჩევას,ზურაბიშვილი პასუხობს, რომ რთულად წარმოსადგენია, ოპოზიციამ პირადი ამბიცების გამო შეთანხმება მოახერხოს. მან ტექნიკურ მთავრობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, მისი თქმით, გადამწყვეტი არჩევნების შემდეგ, ქვეყანა ერთი წლის განმავლობაში ტექნიკურმა მთავრობამ უნდა მართოს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არც ერთი მათგანი არ იქნება პრემიერ-მინისტრი, ვისაც დღეს ჰქონია, რომ ამ თანამდებობას დაიკავებს.
სალომე ზურაბიშვილმა ასვე თქვა, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ნიშნავს, რომ აღიარებს რომელიმე ინსტიტუტის დამოუკიდებლობას ან ლეგიტიმურობას.
სალომე ზურაბიშვილმა 2 საათის განმავლობაში ორბელიანების სასახლის ეზოში გამართულ პრესკონფერენციაზე იასუბრა ზელიმხან ხანგოშვილის რუსი მკვლელის გაცვლასა და გათავისუფლების კონტექსტში ქართული სახელმწიფოს უმოქმედობასთან დაკავშირებით.