თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე ქსანზე არსებულ ხიდზე რეაბილიტაცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდული იყო და ავტოტრანსპორტი მოძრაობდა ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში. სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 ივნისს დაიწყო.