საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა – საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” მედიის თავისუფლების კუთხით 2024 წლის რეიტინგს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო 26 პოზიციით დაქვეითდა და 180 ქვეყანას შორის საქართველო ახლა 103-ე ადგილზე დგას. როცა 2023 წელს საქართველო 77-ე ადგილს იკავებდა. ვითარების გაუარესების მიზეზად ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს ასახელებს.
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე დოკუმენტში წერს, რომ “ქართული ოცნება” საზოგადოების პოლარიზებას განაგრძობს და რუსეთთან ურთიერთობის დათმობისა და დაახლოების პოლიტიკას აწარმოებს, რაც ორგანიზაციის შეფასებით, მტრულ დამოკიდებულებას იჩენს პრესის თავისუფლების მიმართ.