76 წლის ასაკში გარდაიცვალა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. თენგიზ ცერცვაძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი იყო. 2020 წლის ოქტომბერში მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა Covid-19 ის პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულ რვა ექიმთან ერთად.