სასამართლომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული დემონსტრანტები, გიორგი შანიძე და ფრიდონ ბუბუტეიშვილი პატიმრობაში დატოვა. გამოძიება შანიძეს სახელმწიფო ქონების დაზიანებას და დიდი ოდენობით მარიხუანას მოყვანასა და შენახვას ედავება. შაინიძე ბრალს არ აღიარებს. ბრალდებულის უფლებადამცველი ამბობობს, რომ სამართალდამცავების მიერ დაკავებულზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა.
20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს კი პროკურატურა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლისთვის ქვის სროლას ედავება, რის შედეგადაც მეხანძრე-მაშველმა დაზიანება მიიღო. დაცვის მხარე პატიმრობის გადახედვას და აღკვეთის ღონისიძიების სახით 3 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბუბუტეიშვილი პატიმრობაში დატოვა. სასამართლოზე ბრალდებულმა თქვა, რომ ქვა ნამდვილად ეჭირა, თუმცა მხოლოდ თავის დასაცავად. ფრიდონ ბუბუტეიშვილი 9 მაისს დააკავეს. ბრალდებულს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.